LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს”-რა წერია მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილებში

81

მიმდინარეობს იმ წერილებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ავტორების დადგენა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიიღეს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

უწყებამ 14 იანვარს დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა.

 

ვინ მისწერა მოსამართლეებს უკრაინული ნომრით

პროკურატურის ინფორმაციით, ქათამაძემ და ალავიძემ ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე – უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან.

 

რა წერია წერილებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში

პროკურატურამ მოსამართლეების თანხმობით გაასაჯაროვა წერილები, რომელიც ალავიძემ და ქათამაძემ მიღეს.

წერილში, რომელიც პაატა ქათამაძემ დავით საყვარელიძის სახელით მიღო, ნათქვამია, რომ სწორედ ეს ორი მოსამართლე არის მათი დასაყრდენი, ეს ინფორმაცია კი „გვარამიასგან აქვთ“. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსამართლეებს ეს „დაუფასდებათ და იურიდიული მიმართულების სათავეებთან დადგებიან“ მომავალში.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ „მიშასთან“ შეთანხმებით მათ შემდეგი რამ უნდა გააკეთონ –  საჯაროდ განაცხადონ, რომ წნეხისა და ზეწოლის ქვეშ არიან.

„დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს, რომ საბოლოოდ განადგურდება ეგ საქმე,“ – ნათქვამია წერილში.

ეს კი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, ქათამაძემ მობილურ ტელეფონზე მიიღო :

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით.  გამოძიების ფარგლებში საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

პოპულალურები