LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული ერთი პირი შსს-ს თანამშრომელი იყო

35

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თ.კ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, იმ დროს, როდესაც დანაშაული მოხდა, თ.კ სამინისტროს კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი, ამჟამად კი ის სამინისტროდან დათხოვნილია.

მის გარდა, მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის პროკურატურამ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა სულ ხუთი პირი, მათ შორის თ.კ-ს ორი შვილი – მ.კ. და ლ.კ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები