LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანებდი ბრაზილია: ფანები ბრაზილიას არგენტინის გასამწარებლად წაგებას თხოვენ

44

ბრაზილიელი ქომაგები ეროვნულ ნაკრებს მოუწოდებენ ჩილესთან დამარცხდნენ და ამით არგენტინა 2018 წლის მუნდიალს მიღმა დატოვონ.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს ბრაზილია ჩილესთან, ხოლო არგენტინა სტუმრად ეკვადორთან გამართავს. ჩილე არგენტინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია საგზურისათვის ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ბრაზილიელი ქომაგები საკუთარ ნაკრებს, რომელიც მომდევნო ეტაპზე პირველი ადგილით გადის, ამჯერად დანებებისაკენ მოუწოდებენ. მათ უკვე დაიპყრეს სოციალური ქსელები ჰეშთეგით #EntregaBrasil (დანებდი ბრაზილია), რაც დამატებითი მესიჯია პენტაკამპეონებისათვის.

”ბრაზილია და ჩილე მოძმე ქვეყნებია და ჩვენ ორივეს გვძულს არგენტინა. განა ცხადი არ არის რა უნდა ვქნათ?” – კითხულობენ ბრაზილიელი ქომაგები.

საპასუხოდ არგენტინელი ფანების ნაწილმა მეზობლებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაახსენეს გერმანიასთან, რომელიც ბრაზილიის განადგურებით 1:7 დასრულდა.

”თქვენ ერთხელ უკვე დანებდით, არ გახსოვთ? 2014 წელს, გერმანიასთან”, – ეხმაურებიან მოწოდებას არგენტინელები.

ვერცხლის ქვეყნელებმა შესარჩევი ეტაპის ბოლო სამ მატჩში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს და მეექვსე ადგილამდე დაეშვნენ. მიუხედავად ამისა, ისინი მუნდიალზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ ჩილეს მიერ ბრაზილიის დამარცხების შემთხვევაშიც. არგენტინელებისთვის მთავარი ეკვადორის დამარცხებაა. კონმებოლიდან პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს 4 გუნდი იღებს, მეხუთეადგილოსანი კი ბრძოლას შესარჩევი ეტაპის პლეიოფში გააგრძელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები