LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დანერგე მომავალს” კენკროვანი კულტურების განვითარების კომპონენტი ემატება

110

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  2018 წელს კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტის დაწყებას გეგმავს, რომელიც დანერგე მომავალს ერთერთ კომპონენტად დაემატება. პროექტი ითვალისწინებს ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, გურიის და ნაწილობრივ სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენების
ხელშეწყობას.

სამინისტროში განმარტავენ, რომ მის მიზანს წარმოადგენს, დასავლეთ საქართველოში არსებული აუთვისებელი მიწის ფართობების და გავრცელებული დაბალ შემოსავლიანი ერთწლიანი კულტურების გაცილებით მაღალშემოსავლიანი მრავალწლიანი კენკროვანი კულტურებით ჩანაცვლება.

პროექტის ფარგლებში გაშენდება, ლურჯი მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღები.

პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება განხორციელდება ეტაპობრივად, რომლის დაწყების და დამთავრების
კონკრეტულ ვადებს ყოველწლიურად დაადგენს სააგენტო და უზრუნველყოფს მის საჯაროდ გამოცხადებას, პროექტის პირველი ეტაპის დაწყება დაგეგმილია 2018 წლისთვის.

პროექტის ფარგლებში ჯამში 850 ჰექტარი ახალი კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში 1 ეტაპზე დაგეგმილია 7 მილიონ ლარამდე თანადაფინანსება.