LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანგრეული მითი სტუდიოს სუპერკომფორტულობაზე – როგორ მოვაწყოთ მისაღები

1303

სტუდიოს ტიპის ბინა თუ გამიჯნული სამზარეულო – მისაღები სივრცე, დილემა, რომლის გადაწყვეტისას ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის ცხოვრების წესის გათვალისწინებაა.
დიზაინერი ლელი შევჩენკო “ფორტუნასთან” სტუდიოს სუპერკომფორტულობაზე მითს ანგრევს და სივრცის ამგვარი გადანაწილების დადებით და უარყოფით ასპექტებზე საუბრობს.

ბოლო პერიოდის ტრენდად ქცეული სტუდიო მისაღებია თუ ოჯახში „ფასტ-ფუდს“ და მზა კერძებს მიირთმევენ. ოჯახში სადაც კერძების მომზადების ტრადიციაა და სამზარეულოს აქტიურად იყენებენ, იდეალური განიავების პირობებშიც კი დროთა განმავლობაში არასასიამოვნო სუნი დგება.

სტუდიოს ტიპის ბინის პლუსი გახსნილი სივრცეა. დიასახლისს ერთდროულად აქვს საშუალება იყოს სტუმრებთან,ოჯახის წევრებთან და ამავდროულად კერძები მოამზადოს. ასე სამზარეულო რუტინად აღარ აღიქმება“,- გვირჩევს დიზაინერი ლელი შევჩენკო.

განიავება

სტუდიოს დაგეგმვისას აუცილებელია სამზარეულოს ნაწილი ბუნებრივი განიავების წყაროსთან, კართან ან ფანჯარასთან მაქსიმალურად ახლოს იყოს. მხოლოდ გამწოვის იმედად სტუდიოს და ზოგადად სამზარეულოს დაგეგმვა არასწორია.  მნიშვნელოვანია გამწოვის მილი სწორად გადიოდეს, ბევრი დატეხილი კუთხე ჰაერის ნაკადის გატარებას უშლის ხელს.


განათება და ფერთა გამა


სტუდიოს ტიპის სივრცეში აუცილებელია განათების ზონირება
. მოსასვენებელ სივრცეში გრძელღეროიანი სანათი სიმყუდროვეს ქმნის. დიასახლისის სამუშაო მაგიდა გრძივი განათებით უნდა ნათდებოდეს. სივრცის საინტერესოდ გამოყოფისთვის სასურველია წერტილოვანი განათების გამოყენებაც.

მისაღებ ოთახში სივრცის გადანაწილების პარალელურად მნიშვნელოვანია ფერთა გამა. საერთო სივრცის ფერი ყველა ფსიქოტიპის ადამიანისთვის მისაღები უნდა იყოს. ფსიქოლოგთა დასკვნით ასეთი ფერებია: რძისფერი, სპილოს ძვლისფერი და ღია კაკაოსფერი. აქტიური ფერების შეტანა დეკორატიული ელემენტებითაა შესაძლებელი.

 

ავეჯის განლაგება

უსაფრთხოების თვალსაზრისით,  სამზარეულოში გაზქურასა და ონკანს შორის აუცილებლად უნდა არსებობდეს თავისუფალი სივრცე.

სამზარეულოს დაგეგმვისას, როგორც წესი, მაცივარს ოთახის სხვა სივრცეში ათავსებენ. ერთი შეხედვით ეს განტვირთავს სამზარეულოს კედელს, თუმცა ყოველდღიურობაში დიასახლისისთვის არაპრაქტიკული იქნება.

მისაღებ ოთახში, სივრცის გასაზრდელად ხშირად დიდი ზომის სარკეებს იყენებენ, რაც ტრაფარეტული და ყოველდღიურობაში არაპრაქტიკულია. სარკეზე დაპრინტვის მეშვეობით ოთახში დეკორატიულ ელემენტსაც შეიტანთ და სივრცის გაზრდის ეფექტსაც მიიღებთ.

სტუდიოს ტიპის სივრცეში ყველაზე პრაქტიკული ტრანსფორმირებადი ავეჯია. ასეთი ტიპის ავეჯისთვის ხარისხი და მექანიზმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წინასწარ კარგად განსაზღვრეთ სად და რა მასალით დაამზადებთ მსგავსი ტიპის ავეჯს.


თამუნა გოგუაძე

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები