LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს

242

ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ქართულ ბაზარზეც გეგმავს და რებრენდინგის განაცხადიდან მოკლე პერიოდშივე, ერთგული მომხმარებლებისათვის ყავის ახალი პროდუქტის- ლატეს შოკოლადითა და ფორთოხლით შეთავაზებას ახდენს.

„დანკინ დონატსმა“ საფირმო პროდუქტის – დონატის კომპანიის დასახელებიდან ამოღებისა და ყავის ბაზრებზე თავისი პოზიციების გამყარების მიზნების შესახებ განცხადება ახლახან გააკეთა.  სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება.ქართულ ბაზარზე კი ამერიკული რესტორნების ქსელი ახალი სახელით  – „დანკინით“ სრულფასოვნად 2019 წლის ბოლომდე წარდგება.

„დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი და დღეიდან, საქართველოში, „დანკინის“ ყველა რესტორანში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს იტალიურ ესპრესოზე დამზადებული – უგემრიელესი ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით. ახალი ყავის პროდუქტის მომხმარებელთა წასახალისებლად „დანკინში“ აქციაცაა – ყველა მომხმარებელი, რომელიც 5 – ჯერ შეიძენს ახალ ლატეს შოკოლადითა და ფორთოხლით, მე-6-ს მიიღებს საჩუქრად.

„ამერიკულმა რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ მიზნად დაისახა მეტი აქცენტი ყავაზე გააკეთოს. როდესაც ადამიანები სახელწოდება „დანკინ დონატს“ ხედავენ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენთ, არადა, რეალობა განსხვავებულია. „დანკინის“გაყიდვების 50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% სენდვიჩებზე და 25% დონატებზე და ფრანგულ ფუნთუშეულზე. “დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს დილას, შუადღეს თუ საღამოს ყავა სად დააგემოვნოს. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია“,-  აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

შეგახსენებთ, „დანკინ დონატსის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 21 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე კიდევ 3-ის გახსნას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები