LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში – ძიუდოისტის დაჭრაში ბრალდებული ლომერ ჟორჟოლიანი დაკავებულია

49

ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომხდარ ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა. დაპირისპირება სავარაუდოდ გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე, „მაკდონალდსთან“ მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით. უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები