LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ლუცენკოს სახლთან – აქტივისტებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

63

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა. ლუცენკოს სახლთან ბლოკ პეტრო პოროშენკოს დეპუტატი, ოლეგ ბარნი მივიდა.

დეპუტატსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბარნმა აქტივისტებს მიმართა, რომ ისინი ლუცენკოს სახლთან თანხის გამო იყვნენ შეკრებილები.

გაღიზიანებულმა აქტივისტებმა დეპუტატის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე წუთში დეპუტატმა ოლეგ ბარნმა მომხრეებთან ერთად ტერიტორია დატოვა.

უკრაინის გენერალური პროკურორის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. მედიის ინფორმაციით, თავად გენერალური პროკურორი სახლში არ იმყოფება.

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს სახლთან „ავტომაიდნის“ მონაწილეები არიან შეკრებილი. აქციაში 200 ავტომობილი მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები