LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება მოსწავლეებს შორის – ერთ-ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი

118

ნაძალადევში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთმა მოსწავლემ სხეულის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბში ამავე რაიონში მდებარე მე-12 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გამოძიება 126 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს, რომელიც  არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობითაა ჩადენილი. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები