LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება პარლამენტთან: პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა

70

ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.

აუდიტორია 115-ის მიერ შეკრებილი მოქალაქეები, შრომითი ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. მათ გამზირზე საავტომობილი გზის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეების თქმით, სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დღეს, ტყიბულის მინდელის შახტაში 4 მეშახტე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები