LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება თბილისის საჯარო სკოლაში – მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი

97

თბილისში, სანზონაში რაიონში, 207-ე საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდებმა კამათი დავალების გადაწერის გამო დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამ დროისთვის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მცირეოდენი დაზიანებები სახის მიდამოებში აღენიშნება.

შსს-ის განმარტებით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

პოპულალურები