LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩა ერთი დღე – naec.ge აბიტურიენტებს მიმართავს

153

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს.

naec.ge-ს ცნობით, 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტს საგამოცდო ქალაქის შეცვლა აღარ შეუძლია.

მათივე ცნობით, აბიტურიენტებს უფლება აქვთ 15 მაისის ჩათვლით, დაამატოს, წაშალოს ან შეცვალოს არჩეული საგანი.

“შეგახსენებთ, რომ 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტს არ შეუძლია შეცვალოს საგამოცდო ქალაქი. მას აქვს უფლება 15 მაისის ჩათვლით დაამატოს, წაშალოს ან ჩაანაცვლოს არჩეული საგანი, შეცვალოს ზოგადი უნარების გამოცდის ენა, 15 მაისის შემდეგ საგნების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში კი პროგრამის დამატება ან წაშლა შესაძლებელია აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია 36 000- მდე აბიტურიენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები