LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, ირანი ჩრდილოეთ კორეას აფინანსებს – დონალდ ტრამპი

30

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანი ჩრდილოეთ კორეის დაფინანსებაში დაადანაშაულა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ირანი ჩრდილოეთ კორეას აფინანსებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვაჭრობას აწარმოებენ ჩრდილოეთ კორეასთან, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა ტელეარხ TBN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თეირანის ქმედებები ძირს უთხრის ირანთან მიღწეულ შეთანხმებას. მისივე თქმით, „ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები