LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ძალიან ბედნიერები არიან: ზაზას პირველი კომენტარი (ვიდეო)

38

ზაზა ფაჩულიამ NBA მოიგო. იმას, რაც არაამქვეყნიურ მაიკლ ჯორდანს გაუკეთებია, ახლა ქართველი კაციც შეწვდა. ისტორია დაიწერა: ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონად დაფიქსირდა. ეს არის უდიდესი მოვლენა, რომელსაც შეიძლება კიდევ საუკუნე ველოდოთ.

„გოლდენ სტეიტის“ საბოლოო გამარჯვების შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა ჟურნალისტებს მინიინტერვიუ მისცა და პირველი ემოციური კომენტარი გააკეთა. აი რა თქვა ზაზამ:

– ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. ეს არის ნამდვილად ამაღელევბელი მომენტი, ისეთი, რომელიც იშვიათად ხდება.
ეს წარმატება გუნდის დამსახურებაა და ჩვენი გუნდი ნამდვილად იმსახურებდა ამ გამარჯვებას.
დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ძალიან ბედნიერები არიან ამით და ისევე უხარიათ, როგორც მე.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/zazazazapachulia/videos/1468569603190015/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები