LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ინტელექტუალი და მაღალი კულტურით – კობახიძე

87

დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ინტელექტუალი, შესაბამისი ერუდიციით, განათლებით და მაღალი კულტურით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კობახიძემ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიერ პარლამენტსა და მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ თავად პრეზიდენტი აკეთებს ამ განცხადებებს.

„ბატონი პრეზიდენტი საუბრობდა ეკონომიკასთან დაკავშირებით პარლამენტში. როდესაც ეკონომიკაზე საუბრობ, უნდა დაასაბუთო არგუმენტებით, რომ მთავრობის საქმიანობა არის ეფექტიანი ან არაეფექტიანი. მაგრამ, როცა შენ სპეკულირებ იმით, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უჭირს საქართველოში, რაც რეალობაა და ცარიელ მაცივრებზე როცა საუბრობ, მეორეს მხრივ, შენ არ უნდა წევდე ისეთ ხარჯებს, როგორსაც წევ. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ოთხჯერ მეტს იხდიდეს სასტუმროს ნომერში, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი სხვა დეპუტატი. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია და ნიშნავს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის ნიანგის ცრემლები და პოპულიზმი. იმ გაჭირვებული ადამიანის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით, შენ ადმინისტრაციას არ უნდა აქეიფებდე საბიუჯეტო რესურსებით. ეს მძიმე ბრალდებაა. როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამებით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. როცა ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, ანა დოლიძე და პრეზიდენტის სხვა წარმომადგენლები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკოსებს, ამ დროს პრეზიდენტი აყენებს შეურაცხყოფას ამ ადამიანებს. პრეზიდენტი არ შეიძლება ასეთ როლში იყოს,“ – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თავად პრეზიდენტის ტერმინებიც დაიწუნა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი არჩევნების შედეგად ქვეყანას ინტელექტუალი და შესაბამისი ერუდიციის მქონე პრეზიდენტი ეყოლება.

„დარწმუნებული ვარ შემდეგი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა უკვე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იქნება ინტელექტუალი, განათლებული და ასეთი ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც ჩამოყალიბებულია დღევანდელ რეალობაში. მითუმეტეს საპარალამენტო სისტემაში პრეზიდენტები აუცილებლად უნდა იყვნენ ინტელექტუალები და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ინტელექტუალი, შესაბამისი ერუდიციით, განათლებით და მაღალი კულტურით,“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები