LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, ყველა სახელმწიფო უწყება ბიზნესისთვის ღიაა – ირაკლი ლექვინაძე

42

„შევეცდები, რომ  საკითხები, რომლებიც ბიზნესში ბიზნესასოციაციების მიმართულებით მუშავდება, ხელისუფლების სხვადასხვა რგოლამდე მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი,“ – ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომელიც დღეს პრემიერმინისტრმა ბიზნესომბუდსმენის პოსტზე წარადგინა.

„ვფიქრობთ, ძალიან აქტიური მუშაობა იქნება საკანონმდებლო თუ იმ პრაქტიკის მიმართულებით, რომელიც ბიზნესს ამ მიმართულებით აქვს და ყველა საკითხი ბიზნესომბუსმენის აპარატში იქნება შეგროვებული.

ნებისმიერი გონივრული, არგუმენტირებული ინიციატივა ბიზნესასოციაციების მხრიდან იქნება აქტიურად განხილული შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნესომბუდსმენის მთავარი მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად ბევრი კომპრომისი შედგეს ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შეიძლება  სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს,“- განაცხადა ლექვინაძემ.

ლექვინაძის თქმით, დღეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო პოზიტიურია, რასაც მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს. ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ბიზნესისთვის ყველა სახელმწიფო უწყება ღიაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები