LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლელი ლიდერები კარგად ხვდებოდნენ, რომ მათმა სატელიტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს აიწყვიტა – სერგეი ივანოვი

98

„2007-2008 წლებში ოფიციალური ვაშინგტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მუდმივად გვარწმუნებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონფლიქტის გაღვივებას ვერ გაბედავს, თუმცა ომის შემდეგ მათ აღიარეს, რომ სააკაშვილმა ყველა პირობა დაარღვია,“ – ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის ვიცე-პრემიერმა 2008 წელს, ასევე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, თამამად შეიძლება იმის აღიარება რომ კონდოლიზა რაისი, რომელიც მაშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო, პირად საუბრებში სულ იმეორებდა – “სერგეი, ნუ გეშინიათ, ის წითელ ხაზს არ გადაკვეთს”.

მისივე თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე დასავლური ქვეყნების პასუხმა აჩვენა, რომ გულის სიღრმეში ყველა დასავლელი ლიდერი ხვდებოდა, თუ ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე.

„ისინი კარგად ხვდებოდნენ, რომ მათმა სატელიტმა სააკაშვილმა დაარღვია ყველა პირობა, გადაკვეთა წითელი ხაზი და აიწყვიტა. პირად საუბარში კონდოლიზა რაისმა მითხრა, რომ ამ მოვლენების უკან აშშ არ დგას და ეს სააკაშვილის ინიციატივა იყო,“ – აღნიშნა ივანოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები