LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთ საქართველოში – მზიანი ამინდი, აღმოსავლეთში – თოვლი და ნისლი

57

უახლოესი დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც „ფორტუნას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, თბილი ამინდები დასავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება,  აღმოსავლეთ საქართველოში თოვა დაიწყება, გუდაური -კობის მონაკვეთზე მოსალოდნელია ნისლი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალიდან ტენპერატურა დღისით +8, +13 გრადუსამდე დათბება, მთაში +3, +8 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალ მთაში +1, +6 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ბარში დღისით 0, +4 გრადუსი იქნება ტემპერატურა, მთაში -1, +4, ხოლო მაღალ მთაში  -6,-1.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები