LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთი იღვიძებს და სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს – მიხეილ სააკაშვილი

43

„დონალდ ტრამპისა და ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება რუსი ჯაშუშების გაძევების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანიადასავლეთი იღვიძებს და სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„2006 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ ГРУ- ოფიცრების მონაწილეობა გორში მომხდარ ტერაქტში, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ჩვენ შვიდი რუსი ოფიცერი დავაკავეთ, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ამ ტრაგედიასთან. მაშინ ბევრმა დასავლელმა დიპლომატმა ზედმეტად აგრესიულად გამომაცხადა, ხოლო ეუთო მაშინდელი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, დე გიუხტი, ჟურნალისტებთან ჭორაობდა იმის თაობაზე, რომ მე ვაჭარბებ საფრთხეს და დასავლეთს კონფლიქტში ვრთავ. პუტინმა კი საპასუხოდ რუსეთში ქართველების მასიურად დაკავება დაიწყო და ისინი სატრანსპორტო თვითმფრინავებით საქართველოში გამოაგზავნა, დასავლეთი კი ამას ზერელედ აკვირდებოდა, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ასევე შეეხო პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას უკრაინიდან 13 რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე. სააკაშვილის შეფასებით, ომის ოთხი წლისა და 10 ათასი უკრაინელის მკვლელობის შემდეგ პოროშენკომ ეს ჟესტი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მოწონება დაემსახურებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები