LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლური მედია ამტკიცებს, რომ ქეით მიდლტონი ტყუპ გოგონებს ელოდება

66

სექტემბერში კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა ინფრომაცია ქეით მიდლტონის მესამე ორსულობის შესახებ. ცნობილი გახდა, რომ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მშობლები 2018 წლის აპრილში გახდებიან. ახლა კი ერთდროულად რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ჰერცოგინია ტყუპ გოგონებს ელოდება.

როგორც ინსაიდერები იტყობინებიან, პირველად ამის შესახებ ქეითის დედამ, კეროლმა და დამ პიპამ შეიტყვეს. ამ ინფორმაციას ამყარებს ქეით მიდლტონის ამჟამინდელი მდგომარეობა. მართალია ის უკვე გამოჩნდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა, იქამდე მძიმე ტოქსიკოზის სიმპტომებს ებრძოდა.

მედიაში წერენ, რომ ეს მდგომარეობა განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ ქალბატონებისთვის, ვინც ტყუპებს ელოდება. სავარაუდოდ მიდლტონი ორსულობის მეოთხე თვეში იმყოფება.

შეგახსნებთ, რომ წყვილს უკვე ჰყავს 4 წლის ვაჟი ჯორჯი და 2 წლის ქალიშვილი, შარლოტა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები