LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაშავებული ორი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს

87

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ მიყვანილი 15 და 16 წლის არასრულწლოვნები კლინიკიდან გაწერეს. ექიმის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ერთ-ერთ არასრულწლოვანს თავზე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო მეორეს სახეზე ნაკაწრები ჰქონდა.
მოზარდები სამართალდამცველებმა გამოკითხეს. როგორც იაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა, დაშავებულების თქმით, მათზე თავდასხმა დიდუბეში, ერთ-ერთ სტადიონთან მოხდა. მათივე თქმით, მათზე თავდასხმა დაახლოებით, 30-მა მოზარდმა განახორციელა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები