LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დასტურდება, რომ დავით სარალიძე რამდენიმე პიროვნებამ მოკლა” – ბრალდებულის ადვოკატი

82

“ექსპერტმა მეცნიერულ დონეზე ახსნა და დაამტკიცა, რომ მომაკვდინებელი ჭრილობა საერთოდ არ არის მიყენებული იმ დანებით, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს წარმოდგენილი,” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტმა დაადგინა ისიც, რომ დანის გარდა, დაზიანებები სხვა საგნებით არის მიყენებული.

“დანის ნაცვლად გამოყენებულია სხვა საგნები , რითიც მიყენებულია დავით სარალიძის სხეულზე უმთავრესი დაზიანებები. ესპერტმა თქვა, რომ სხვა საგნებიდან შესაძლოა გამოყენებული იყო მაკრატელი. ეს არა ერთი, არამედ რამდენიმე საგანია.

ამასთან, ექსპერტმა მეცნიერულ დონეზე ახსნა და დაამტკიცა, რომ მომაკვდინებელი ჭრილობა საერთოდ არ არის მიყენებული იმ დანებით, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს წარმოდგენილი. ამით დასტურდება, რომ სხვა ადამიანებმა და რამდენიმე პიროვნებამ მოკლა დავით სარალიძე .

თუმცა ბრალდება კვლავ იმ ჩვენებაზეა, რომ მხოლოდ ორმა ადამიანმა და ორმა დანამ მიაყენა მას დაზიანებები. არსებობს სხვადასხვა გარემოება – მოწმე, რომელიც პირდაპირ ადებს ხელს სხვადასხვა პირებს. როგორ შეიძლება ეს არ გაითვალისწინო გამოძიებამ და დაეყრდნო მხოლოდ იმ მოწმეს, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება და რომელსაც თავად ამხელენ ჩადენილ დანაშაულში და რომლის მიმართაც უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

პოპულალურები