LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასუფთავების მანქანების პარკი სრულად განახლდება

152

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დასუფთავების მანქანების პარკის სრულად განახლება იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  დასუფთავების კუთხით, თბილისს ემსახურება 291 ერთეული სპეციალური ტექნიკა, აქედან 28 ერთეული „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წელს შეიძინა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით, 10 050 ცალი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი განათავსა. დღეის მდგომარეობით, სულ განთავსებულია 18 974 ნაგავშემკრები კონტეინერი.  ამასთან, თბილისის მერის განმარტებით, ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი, რაც მანამდე არასდროს ყოფილა.

„რაც შეეხება თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე არსებული პრობლემების მოგვარებას, „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წლის აგვისტოში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სატენდერო პირობების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, პროექტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, რომლის დასრულების შემდეგაც, სუნის პრობლემა, რომელიც ნორიოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებდა, აღმოიფხვრება. პროექტის საერთო ღირებულება 8 მლნ ლარამდეა და სამშენებლო სამუშაოები გაწერილია 11 თვეზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით,  თბილისის მთავრობის განკარგულებით, შპს “თბილსერვის ჯგუფი” 2016 წლის მაისიდან უვლის და ასუფთავებს რამდენიმე ცენტრალურ პარკს. დაიგო მწვანე გაზონი, განთავსდა დეკორატიული ბუჩქები, მოეწყო საყვავილე თარგები, დაიკიდა საყვავილე ქოთნები, მოეწყო ახალი სარწყავი სისტემა, დარგულია სხვადასხვა ჯიშის მარადმწვანე ხეები და მრავალწლიანი მცენარეები. ეტაპობრივად მიმდინარეობს ნაგავშემკრები კონტეინერების შეცვლა, სკამების რეაბილიტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები