LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო არჩვაძე წერს ავარიის შესახებ, რომელშიც ახლახან მოჰყვა – „მანქანა გადასაგდებია…“

82

მომღერალი დათო არჩვაძე რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოჰყვა. მისი მანქანა დალეწილია, თავად კი ორი დღე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაატარა. ის უკვე გამოწერეს და ახლახან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც ყველას მადლობა გადაუხადა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებისთვის.

„არ წყდება ზარები, უამრავი კითხულობს მიზეზს და ყველას აქ გიპასუხებთ უდიდესი მადლიერების გრძნობით და ამხელა სიყვარულისთვის და ყურადღებისთვის დიდ მადლობას გადაგიხდით❤

… რომ სასწაულებრივად გადავურჩი ძალიან ცუდ ავარიას და მთავარია, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი დავრჩი…
მანქანას რაც შეეხება. გეტყვით, რომ გადასაგდებია და ცოტას გაგამხიარულებთ ამ დაზაფრულობის შემდეგ,  ჩემმა 3 წლის ნიკოლოზმა სახლში შემოსვლისას ჩახუტებით მკითხა: მამიკო, მანქანა დაგიპატარავდა და გადააგდეო” ??)))

დღეს მივფრინავ ამერიკაში ჩვენს საყვარელ ემიგრანტებთან მოსაფერებლად… კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით ამხელა სიყვარულისთვის და ყურადღებისთვის ყველას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები