LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო დოიაშვილი თბილისობის კონცერტზე: „ყველა მომღერალმა რომ მიიღოს მონაწილეობა, დილიდან საღამომდე უნდა გაგრძელდეს…“

115

8 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გალაკონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ქართველი შემსრულებლები მიიღებენ. რეპერტუარზე რუსა მორჩილაძემ იმუშავა, წარმოდგენილი იქნება ამონარიდები ქართული მიუზიკლებიდან და სპექტაკლებიდან, ქალაქური სიმღერები.

კონცერტის კონცეფციაზე ღონისძიების რეჟისორი, დათო დოიაშვილი გვესაუბრა.

კონცეფცია ქალაქურ სიმღერაზეა აგებული. იქნება ბევრი ლოკაცია, ქართველი შემსრულებლები სხვადასხვა ლოკაციაზე იმღერებენ, სულ ექვს სცენაზე. პროგრამა არ არის დიდი, შეიქმნა კვარტეტები და კვინტეტები სპეციალურად ამ პროექტისთვის. რეპერტუარზე უკეთ რუსა მორჩილაძე ისაუბრებს.

ბატონო დავით, თბილისობის კონცერტები მუდმივად არის კრიტიკის საგანი, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვინც კონცერტში არ არის დაკავებული. წელს ელოდებით კრიტიკას?

აუცილებლად იქნება ახლაც. შეუძლებელია იმხელა კონცერტის მოწყობა, რომ ყველა მომღერალმა მიიღოს მონაწილეობა, მაშინ დილიდან საღამომდე უნდა გაგრძელდეს გაუჩერებლად. ვიღაცას გული ყოველთვის დასწყდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები