LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ევგენიძე ახალგაზრდებს: ქართული ღვინო ჯობია ყველანაირ ნარკოტიკს

138

2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო  სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა, რამაც საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი შეფასებებიც გამოიწვია. ამ  საკითხზე ცნობილმა ადამიანებმა გადაცემა “რა დროს ძილია”- ში ისაუბრეს. მათ შორის იყო მუსიკოსი დათო ევგენიძე, მსახიობი ბახვა ბრეგვაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. თითოეულმა მათგანმა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა.

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ ახალგაზრდებს ურჩია , ნარკოტიკი ქართული ღვინით ჩაანაცვლოთ.

 

“სამწუხაროდ ახალგაზრდობაში მძიმეც და სუსტი  ნარკოტისკული საშუალება მომიხმარია, თუმცა ვერ ვხდები მძიმე და სუსტი რა არის, მაგრამ ამის აგიტაცია ჩემი მხრიდან არასწორი მგონია… ახლგაზრდებს ვურჩევ, ქართული ღვინო ჯობია ყველანაირ ნარკოტიკს, რა თქმა უნდა ზომიერად”- განაცხდა დათო ევგენიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები