LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გომართელი და „შვიდკაცა“ კლასიკური სიმღერების პოპურს წერენ

156

დათო გომართელი და „შვიდკაცა“ კლასიკური სიმღერების ჰიტების პოპურს წერენ. ახალ ნამუშევარს მათგან სექტემბერში ვიხილავთ. „ოქროს ტალღის“ მიმდინარეობისას, სადაც დათო გომართელმა და „შვიდკაცამ“ საუკეთესო ქალაქური სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვეს, წინა წელს კი საუკეთესო დუეტის ჯილდო მიიღეს, მომღერალმა აღნიშნა, რომ ასეთი წარმატების კვალდაკვალ „შვიდკაცასთან“ ერთად კიდევ იფიქრებდა დუეტის ჩაწერაზე და ასეც მოხდა.

დათო გომართელი:

ამჟამად სტუდიაში ვართ, სადაც ახალ პოპურზე ვმუშაობთ. ის ოთხ კლასიკურ უცხოურ სიმღერას გააერთიანებს, ესპანურ და იტალიურ ენებზე, მათ შორისაა „O, sole mio“ და „Funiculì Funiculà“. არანჟირების ვერსია დავით მაზანაშვილს ეკუთვნის. ახალი დუეტის ჩაწერის იდეა ერთობლივია და სიმღერებიც ერთად შევარჩიეთ, ისეთი კომპოზიციები, რომლებიც ყველას უყვარს და ყველა ცნობს. ზაფხულში სიმღერაზე მუშაობას დავასრულებთ და სექტემბერში მისი პრემიერა რადიოეთერში შედგება.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები