LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გომართელი პოლიტიკოსებზე: „ორივე მხარე უნდა გადააბა ერთმანეთს და მოისროლო მოუკითხავში!!!“

50

დათო გომართელი კონსტიტუციასთან დაკავშირებული პოლიტიკური კინკლაობის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს. მომღერალი მიიჩნევს, რომ არც ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ არის დასაბუთებული.

დათო გომართელი სოციალურ ქსელში წერს:

„იქნებ, ვინმემ ხალხს აუხსნას რას ცვლის ოცნება კონსტიტუციაში ან რას არ ეთანხმება ოპოზიცია, ან რა მოიწერა ვენეციის კომისიამ? ერთი თავისას გაიძახის, მეორე თავისას. შეიძლება დაუმთავრებელი კინკლაობა? სიმართლე ხომ ერთია? როგორ შეიძლება ყველა თავისას ყეფდეს? ერთი სერიოზული, კომპეტენტური კონსტუციონალისტი როგორ არ გვყავს, დავიჯერო, რომელიც აგვიხსნის, რაშია საქმე? მაგრამ ორივე მხარე ფლიდობს და ამაშია საქმე. ორივე მხარე უნდა გადააბა ერთმანეთს და მოისროლო მოუკითხავში!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები