LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ხუჯაძე: „ჩვენთვის აფხაზეთი პუტინს არ წაურთმევია…“

218

დათო ხუჯაძემ „ივერიის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინს ვთხოვთ იმის დაბრუნებას, რაც მას არ წაურთმევია. მისმა ამ ფრაზამ გადაცემის სხვა სტუმრებთან კამათი გამოიწვია.

დათო ხუჯაძე:

რატომ ვსვამთ ჩარჩოში ვიღაცებს, ის მომღერალია, ეს მსახიობია… თუ ადამიანმა თავისი აზრი გამოხატა, ეს პოლიტიკური განცხადებაა? თქვენ არ იცნობთ რეალობას, რაც არის რუსეთში. რამდენი ხანი იცხოვრეთ იქ? ჩასვლა-ჩამოსვლა სხვა რაღაცაა. მე რუსეთის მოქალაქე ვარ, იქ ვარ ნაცხოვრები.

ჩვენთვის არც პუტინს წაურთმევია აფხაზეთი… როდის დაიწყო ეს? გემახსოვრებათ, ალბათ. მანამდე ვინ წაგვართვა? იმ კაცს ვთხოვთ, რომ რაღაც მოგვცეს, ვისაც არ წაურთმევია, წაგვართვა სულ სხვა ვიღაცებმა. ისიც რომ წავა და სხვა მოვა, ისიც არაფერს მოგვცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები