LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი დათო ხუჯაძეს სასამართლოში უჩივლებს

121

„სახის“ ვარსკვლავი 14 მაისს ფილარმონიის წინ გაიხსნა. ამის მიუხედავად, დათო ოქიტაშვილი, რომელიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ჯგუფისთვის ვარსკვლავის გახსნას, ამ საკითხის განხილვას საკრებულოში აპირებს.

ბოლო დღეების განმავლობაში „სახის“ ვარსკვლავთან დაკავშირებით დათო ხუჯაძე და დათო ოქიტაშვილი ერთმანეთს მწვავე განცხადებებით დაუპირისპირდნენ. ხუჯაძის თქმით, დათო ოქიტაშვილისთვის ვარსკვლავების გახსნა კომერციული პროექტია, მაგრამ მხოლოდ მას ამისი უფლება არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს. დათო ოქიტაშვილი კი ამბობს, რომ ვარსკვლავს შესაბამისი კომისიების დასკვნის საფუძველზე ხსნის.

გარდა ამისა, კულტურის პალატის ხელმძღვანელი აპირებს, დათო ხუჯაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში შეხვდეს.

ამის შესახებ მან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა:

„იქნებ, „ვარსკვლავოსანი“ ხუჯაძე ვინმემ დაარიგოს, ძალიან ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. აუყვანეთ იურისტი, იქნებ, ამეცადინოს სად რა უნდა თქვას, ვატყობ, სასამართლოში მოუწევს თავის მართლება, შეხვედრამდე, დათუნა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები