LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი პროფკავშირის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

93

დათო ოქიტაშვილ პროფკავშირის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ირაკლი პეტრიაშვილს, უპირისპირდება.

ოქიტაშვილმა პროპკავშირების თავმჯდომარისადმი ბრალდებები და  გადაწყვეტილების მიზეზი სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით განმარტა.

„2005 წლიდან ვხელმძღვანელობ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირულ ორგანიზაციას და ვცდილობ, ჩვენს ხელთ არსებული ძალიან მცირე რესურსით, ვიდგეთ ხელოვანი ადამიანების გვერდით. იგივეს გვინდა, ვგრძნობდეთ პროფესიული კავშირების გაერთიანებისგან და არ უნდა ვხედავდეთ მის არსებობას მხოლოდ ქუჩაში გამოსული უკიდურესად გამწარებული ხალხის გვერდით. პროფესიული კავშირების გაერთიანება ამწვავებს მდგომარეობას ქუჩაში გამოსულ, ისედაც გაღიზიანებულ მშრომელებთან და იმის მაგივრად,  იყოს მედიატორი, დაიწყოს მოლაპარაკებები და ორივე მხარის სასარგებლოდ გამოძებნოს კომპრომისი, ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპიროს. სწორედ ამ პიზიციის მიმართ ჩემი განსახვავებული მიდგომები, პროფკავშირული საქმიანობის ჩემი განსხვავებული ხედვა გახდა ის მიზეზი, რომ მე მივიღე შემოთავაზება, კენჭი ვიყარო თავმჯდომარის არჩევნებში,“ – წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში .

დათო ოქიტაშვილი ვრცლად საუბრობს სამომავლო სამუშაო გეგმებზეც და მთავარ მიზნად   პროფკავშირებისადმი ნდობის დაბრუნებას ასახელებს.

პროფესიული კავშირების თავმჯდომარის არჩევნები სექტემბერშია დაგეგმილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები