LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო სარალიძის მკვლელობა ჯგუფური მკვლელობაა – ლევან დადუნაშვილის დედა

199

“დათო სარალიძესთან დაკავშირებით თქვეს, რომ კონკრეტულად სასიკვდილო ჭრილობა არის არტერიაში. მე ამას არ დავეთანხმებოდი იმიტომ, რომ 12 ჭრილობიდან არ შეიძლება ერთი კონკრეტული გამოიყოს,” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვაელიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„არტერია არის ძალიან სწრაფი და შეიძლება მან დაასწრო, ეს ერთი, მეორეც, ე.ი. რა გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა, ის არის მარტო მკვლელი? ესეც არ მესმის. არ ვიცი, შეიძლება იურისტები ამას რაღაც სხვა თვალით უყურებთ, მე ვფიქრობ, რომ დათო სარალიძის მკვლელობა ჯგუფური მკვლელობაა,“ – განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნათია საყვარელიძემ.

როგორც ნათია საყვარელიძემ აღნიშნა, ვერ იტყვის იმას, რომ პროკურატურა რამეს მალავდა.

„პროკურორებზე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი საკმაოდ კარგი პროფესიონალები არიან, რადგან მინდა გითხრათ, რომ თითოეული სასამართლო პროცესი, ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის, ეს ჩანდა განსაკუთრებით, როდესაც მნიშვნელოვანი მოწმე იყო დასაკითხი. თუ რამე შეკითხვა მიჩნდებოდა, მე ზედმეტი ურთიერთობა მათთან არ მქონია, ძირითადად, სასამართლო პროცესებზე მქონდა და თუ რაიმე პროცესუალური საქმის გამო მიბარებდნენ, იქვე ვსვამდი შეკითხვას. გასაგებია, რომ ჩვენ არ გვქონდა უფლება არც ხმის ამოღების, არც ადვოკატს ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ რამდენჯერმე ფურცელზე დავწერე შეკითხვა, რომელიც გამიჩნდა და ისე მივაწოდე. დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, შეიძლება ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ, განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს, ისეთ დამოკიდებლებას ვხედავდი,” – განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები