LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ზურაბიშვილი: „იყო დრო, რეზო ამაშუკელს ბობ დილანი სახინკლეში მიჰყავდა…“

233

ინტერნეტში პოპულარობით სარგებლობს სტატუსი, რომელიც „რესპუბლიკელების“ წევრმა, დავით ზურაბიშვილმა სოცქსელში გააზიარა.

„ეჰ, იყო დრო და მომენტი რეზო ამაშუკელს ბობ დილანი სახინკლეში მიჰყავდა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი „ლედ ზეპელინს“ უსმენდა, სანდრო ბრეგაძე ვარდების რევოლუციაში მონაწილეობდა, შალვა ნათელაშვილი პროკურორი გახლდათ, ჯაბა იოსელიანი პროფესორი, ნინო ბურჯანაძე პროდასავლელი, ბიძინა ივანიშვილი მიშისტი, მიშა სააკაშვილი შევარდნაძისტი, ბაჩო ახალაია სოზარ სუბარის მოადგილე, კახი კალაძე ფეხბურთელი, პაატა ბურჭულაძე მომღერალი და ენზელ მკოიანი მაშინაც დეპუტატი, მაგრამ მიუხედავად ამისა და კიდევ იმისა, რომ მაშინ გიორგი გაბედავას მაინც არ ეძახდნენ უფლებადამცველს, როცა ფბ-ში შეხვალ და სალომე ასათიანის კვალდაკვალ მიკ ჯაგერს დაულაიქებ ბობ დილანის ნობელის მილოცვაზე, აი სწორედ იმ მომენტში იგრძნობ, რომ მაინც ეს დრო ჯობია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები