LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დატოვებს თუ არა თინა ხიდაშელი თანამდებობას? –

61

 

რესპუბლიკელები, ჰიპერამბიციების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მხრებზე თავს კომფორტულად გრძნობენ, შეიძლება ითქვას, პარაზიტობენ, ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში,  განაცხადა. მან პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულ  განცხადებაზე ისაუბრა, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა, კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაში თინა ხიდაშელის მონაწილეობას მიუღებელი უწოდა. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრმა ქართული არმია გაუგებარ პოლიტიკურ პროცესში ჩაითრია და პრემიერის მხრიდან   საჯარო  მიმართვა აუცილებელი იყო.

”თავდაცვის სამინისტრო არის დეპოლიტიზებული უწყება. როცა მინისტრი ღრმად შედის პოლიტიკურ პროცესში და აკეთებს  სახიფათო განცხადებებს ქეყნის გეოპოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით, ეს არის ნაციონალური სახელმწიფო პრობლემა და არა უბრალოდ პოლიტიკური დაპირისპირება. ამას უსმენენ ოფიცრები, ჯარისკაცები და უნებლიედ ხდება ამ პოლიტიკურ პროცესში მათი ჩართვა” – განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის აზრით, გიორგი კვირიკაშვილმა თავისი განცხადებით, თინა ხიდაშელის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლება დააანონსა. რაც ეხება კითხვას, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ”რესპუბლიკურმა პარტიამ” კოალიცია დატოვოს, ხუხაშვილი პასუხობს, რომ ”რესპუბლიკელები” ”ყველაფერზე წავლენ”, რომ თავიანთი ადგილი შეინარჩუნონ.

”ისინი შეეცდებიან, დარჩნენ კოალიციაში. პრემიერის განცხადების შემდეგ, მოუწევთ ამბიციების დაოკება. შეეცდებიან, რაღაც სქემით უკან დაიხიონ და შეინარჩუნონ თბილი ადგილები. ისინი თავის თავს სამყაროს ცენტრად და ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის ერთადერთ გარანტად წარმოადგენენ. მათი ამბიციები არის გადაჭარბებული. ისინი ითხოვენ ძალაუფლების იმაზე მეტ ნაჭერს, ვიდრე აქვთ სახალხო ლეგიტიმაცია” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ”ქართულ ოცნებას” რესპუბლიკელები სჭირდება როგორც კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანები, ქვეყნის სამართავად. რაც ეხება 2016 წლის არჩევნებში, ამომრჩევლის ხმების მოზიდვას, ხუხაშვილის აზრით, ამ კუთხით, კოალიციას ”რესპუბლიკური პარტია” არ სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები