LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა სულიკაშვილის ჩვენებას პირველი ლედი და ცნობილი სახეები დაესწრნენ

211

3 ნოემბერს, მუსიკომედიის თეატრში, „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულის მეოთხე სეზონი დათუნა სულიკაშვილის ჩვენებით გაიხსნა. როგორც ყოველთვის, დიზაინერს საინტერესო პერფორმანსი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც 20-ზე მეტი კოსტიუმი წარმოადგინა.

მოდის ძირითადი ტენდენციები გათვალისწინებულია, გასაფორმებლად გამოყენებულია მარგალიტები და ფოჩები, ძირითადად, შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, კლასიკური სილუეტი, ტრადიციისამებრ, აქტუალურია დათუნას შემოქმედებაში. ფეხსაცმელები – ხავერდისა და ლაკის, ზოგადად, ხავერდი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა გამოყენებული…

კოლექციამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენებას დათუნას მეგობრები და კლიენტები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ მაკა ჩიჩუა და ლელა წურწუმია, რომელთაც „ფორტუნამ“ შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.

მაკა ჩიჩუა, საქართველოს პირველი ლედი:

ჩემი საყვარელი დიზაინერია ნამდვილად, მასთან ვთანამშრომლობ ძალიან წარმატებულად, ძალიან მომწონს მასთან ურთიერთობა. ორი სიტყვით და ერთი შეხედვით ხვდება, ვისთან როგორ იმუშაოს დამოარგოს კოსტიუმი.

დღევანდელმა ჩვენებამაც გვაჩვენა, რომ აშკარად ნიჭიერი ადამიანია და მრავალფეროვანია, რაც მთავარია.

ლელა წურწუმია, მომღერალი:

ჩვენება ძალიან მომეწონა. კლასიკაა და ყველაზე რთული გასაკეთებელია. დათუნა კრეატიული ადამიანია, კარგად გრძნობს ქალს, მის მიხვრა-მოხვრას, კარგი კონსტრუქცია აქვს სამოსს და გემოვნებითაა შესრულებული. მისი პერფორმანსებიც ყოველთვის გამორჩეულია.

აქ იყო თამამი კოსტიუმებიც, მოირგებდით რომელიმეს?

ყველას (იღიმის). მე მაქვს დათუნას კოსტიუმები, ასეთი თამამი არ არის, მაგრამ მაინც თამამია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან გარემოში, სცენაზე ვიყენებ მის კოსტიუმებს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები