LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნიები სახლში ბრუნდებიან – ლონდონის ჰითროუს აეროპორტის საახალწლო ვიდეო

256

მოხუცი დათუნიების საახალწლო რეკლამამ მსოფლიო დაიპყრო. საშობაო სამზადისამდე ცოტა ხნით ადრე ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა საზოგადოება გულისამაჩუყებელი ვიდეორგოლით გაახალისა. მისი მთავარი გმირები არიან რბილი დათუნიები, რომლებიც სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტენ. მოხუც წყვილს სურს, რომ შობას შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად შეხვდეს. დათუნიები აღელვებულები არიან, რადგან ფრენის ძალიან ეშინიათ, ამიტომ მათ დასახმარებლად აეროპორტის კეთილი თანამშრომლები ზრუნავენ. საბოლოოდ, ყველაფერი ბედნიერად სრულდება და მოხუცები ოჯახს უბრუნდებიან. საახალწლო ვიდეო უკვე ჰიტად იქცა და ის ათასობით ადამიანმა ნახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები