LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუცენ კროსი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე თამუნა ინგოროყვას სამოსით ჩნდება – დიზაინერის ექსკლუზიური კომენტარი

483

ერთ-ერთი ქართველი წამყვანი დიზაინერი, თამუნა ინგოროყვა მსოფლიო გამოცემების ყურადღების ცენტრში ხვდება, ვინაიდან მის სამოსს ისეთი ცნობილი მოდელი და მსახიობი ატარებს, როგორიც დაუცენ კროსია. ჯერ „Met Gala“-ს წვეულებაზე გამოჩნდა ქართველი დიზაინერის შავი კაბით, ახლახან კი კანის კინოფესტივალს ესტუმრა ამავე ბრენდის თეთრი შარვლითა და პიჯაკით.

თამუნა ინგოროყვას ექსკოლუზიურად ვესაუბრეთ.

13262083_10208226038941750_520461252_oთამუნა:

ჩვენ ნიუ-იორკში პიარსააგენტო გვყავს, სადაც ჩვენი ბრენდის ახალი კოლექციის ნიმუშებია გამოფენილი. დაუცენ კროსის პირადი სტილისტი ქართველია, ქეთევან გვარამაძე. როცა ის სხვადასხვა ღონისძიებაზე მიდის, სტილისტი სამოსს სთავაზობს, ეს ყველაფერი წინასწარ იგეგმება, ანუ სად რა უნდა ჩაიცვას. ქეთევანი ჩემი მეგობარია. ჩვენი ბრენდის სამოსი რომ შესთავაზა, კროსს ძალიან მოეწონა და შეარჩია. რაც „მეთ გალას“ წვეულებაზე ეცვა, ის შემდეგ პაირსააგენტოში დააბრუნა, თეთრი პიჯაკი და შარვალი კი შეიძინა. ჯერ ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე ეცვა, ახლა კი კანის კინოფესტივალზეც მოირგო.

ამას როგორ შეხვდით?

(იღიმის) მართალია, ვიცოდი, რომ კანის კინოფესტივალზე აპირებდა ჩაცმას, მაგრამ როცა ფოტოები ვნახე, მაინც ძალიან გამიხარდა. ძალიან დიდი ემოციები მოიტანა…

ნინო მურღულია

Loving suits at the moment! This one by @ingorokvatamuna #lorealcannes2016

A photo posted by Doutzen Kroes (@doutzen) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები