LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუჭერს თუ არა მხარს “ქართული ოცნება” ზურაბიშვილს გადაწყვეტილი არ არის

43

დაუჭერს თუ არა მხარს “ქართული ოცნება”  სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებში, საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას გუნდი მას შემდეგ მიიღებს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის გეგმებს და ხედვებს გაეცნობიან.

“ცალსახა პოზიცია, დავუჭერთ თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, როდესაც გუნდი მოისმენს მის ხედვებს, მიზნებს, გეგმებს გავეცნობით და გაცნობის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული იქნება საერთო პოზიცია, სადაც უკვე გახდება ცნობილი, მხარს დავუჭერთ თუ არა დამოუკიდებელ კანდიდატს,“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები