LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაუნებსაც ცრიან?” – ამბავი, რომელიც ძალიან გაგაბრაზებთ

175

„ფეისბუქის“ პოსტი, რომელიც მომხმარებელმა ნინო კალანდიამ დაწერა, სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლები აღაშფოთა.

„ანა ასაცრელად მყავდა დღეს წაყვანილი. ჩვენი რიგი რომ მოვიდა, შევედით, აცრეს და გამოვედი ფულის გადასახდელად. რიგში ჩემს შემდეგ მდგომი ფეხმძიმე გოგო, რომელიც მანამდეც თვალს არ აშორებდა ანას, მეკითხება, ის ბავშვი თქვენი შვილია? კი მეთქი

– ისა და რა სჭირს?

-გრიპზე აიცრა, რა უნდა სჭირდეს.

-არა, აი, ისა, დაუნის სინდრომი აქვს? კი მეთქი.

-და დაუნებსაც ცრიან? არ ვიცოდი.

ძალიან მეშლება ნერვები გაოცებული სახით დასმულ ასეთ კითხვებზე. მინდოდა რამე ცუდი მეთქვა, მაგრამ ძალიან შევეცადე წყნარად მეპასუხა, რომ დაუნებსაც ცრიან, რომ დაუნებიც ჭამენ, სვამენ, დადიან, ლაპარაკობენ, გაგიკვირდებათ და უხარიათ კიდეც, წყინთ, უყვართ…

გამაწყვეტინა ლაპარაკი:

-და რო არ ლაპარაკობს ის?

ეს იყო ბოლო წვეთი, სადაც ჩემს ზრდილობას ბოლო მოეღო.

საშინელების თქმას ვაპირებდი და ამ დროს ვიღაც მოხუცმა (რიგში იდგა ისიც შვილიშვილთან ერთად) დამასწრო:

-ალაპარაკდება და დარწმუნებული ვარ თქვენნაირი რეგვენი არ გაიზრდება.

ფეხმძიმე გოგო საჩხუბრად მოემზადა, ანა და ნანა გამოვიდნენ ამ დროს ექიმის ოთახიდან და პასუხის გაუცემლად წამოვედი.

ეხლა ვნანობ, რომ იმ მოხუცი ქალის ნათქვამ რეგვენს დავჯერდი. მაგრამ გამიტყდა ანასი, იმის თანდასწრებით რომ დამეწყო მტკიცება, რომ სამუზეუმო უცნაური ექსპონატი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანია.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები