LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი, საქართველოში პირველად, საკუთარი პროფესიით დასაქმდა

265

გიგო შიუკაშვილი საქართველოში პირველი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანია, რომელმაც პროფესიული სასწავლებელი დაამთავრა და საკუთარი პროფესიით დასაქმდა.

ის სკოლის დასრულების შემდეგ, ბართენდერის პროფესიას ეუფლებოდა. პროფესიული განათლების მიღების შემდეგ კი სტაჟირება სხვადასხვა კომპანიებში გაიარა.

“გიგო პირველია ვინც მიიღო პროფესიული განათლება, გაიარა სტაჟირება სხვადასხვა კომპანიებში და დასაქმდა საკუთარი პროფესიით.

გიგო შიუკაშვილი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi (Adjara) გუნდის წევრი გახდა. საქართელოს დაუნის სინდრომის ასოციაცია მხარს უჭერს ინკლუზიურ პროფესიულ განათლებას და მიესალმება თანასწორ სამუშაო გარემოს ყველასათვის”, – ნათქვამია დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები