LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავასაქმებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს” – გერმანელი ინვესტორი ბახმაროს განვითარების გეგმებზე

375

გერმანელი ინვესტორი ინგუ შლუტიუსი გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს შეხვდა და ბახმაროში სამომავლოდ განსახორციელებელ სამუშაოებზე ესაუბრა.

ასევე, მან იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომელიც კურორტის განვითარებისთვის უკვე გადაიდგა.

„მინდა მადლობა გადავუხადო გუბერნატორს, რომლის უშუალო ჩართულობითაც მოხდა ბახმაროში სატელეფონო კომუნიკაციისა და ინტერნეტის ჩართვა. კურორტზე აღდგა ელექტრო ენერგიის მიწოდება. მობილიზება გაუკეთდა სამაშველო სამსახურს და პოლიციას. მისი ხელშეწყობით თავს დაცულად ვგრძნობთ და მნიშვნელოვნად გვიადვილდება სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და კურორტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გვეხმარებიან დასახული მიზნის მიღწევაში. მომავალი სეზონისთვის ვაპირებ სასტუმროს აშენებას, შევიძენ დამატებით ტექნიკას და დავასაქმებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს. ვაფასებ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ბახმაროსთან მიმართებაში თქვენმა მთავრობამ განახორციელა. სასიხარულოა, რომ უკვე დაწყებულია გაზიფიცირების საპროექტო სამუშაობი და ბახმაროს განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ ერთად შევძლებთ ბახმაროს სწრაფ განვითარებას“- განაცხადა გერმანელმა ინვესტორმა.

სატესტო სეზონზე ბახმაროს 60-მდე ტურისტი სტუმრობდა, მომავალი წლისთვის კი იგეგმება მათი რაოდენობის გაოთხმაგება და დაიწყება ამ მასშტაბური პროექტის განვითარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები