LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავფიქრებულვართ მაინც, რას ვულოცავთ ბავშვებს? – ცვატა ბერძენიშვილის ემოციური პოსტი

244

ფსიქოლოგი ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და პირველკლასელი მოსწავლის ფოტოს ეხმიანება, რომელიც სასწავლოს წლის პირველ დღეს ტირის. ფსიქოლოგის განცხადებით, ეს ფოტო თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სისტემის სახეა. ცვატა ბერძენიშვილის პოსტს „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

„საერთოდ არ მეცინება ამ ფოტოზე – ეს არის სახე თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სისტემისა.

12 წელი სრულ ჯოჯოხეთში, სადაც შედიან გენიოსი, ფერადი, თვალებგაბრწყინებული, ათასგვარი იდეებით და აზრებით თავგამოტენილი გოგო-ბიჭები მხოლოდ იმისთვის, რომ 12 წლის შემდეგ მივიღოთ ერთნაირი, ნაცრისფერი, ერთ ყალიბში ჩამოსხმული და ერთნაირი იდეებით ნაკვები ახალგაზრდობა, რომელთაც თავში ჩაუტენეს (დიახ, ჩაუტენეს და არა ასწავლეს) ინფორმაცია, რომელთა ნახევარზე მეტიც (რბილად რომ ვთქვათ) არასოდეს არაფერში დასჭირდებათ ცხოვრების ბოლომდე და, ამავდროულად, ცხოვრების საუკეთესო წლების 1/3 უკვე დაკარგული აქვთ.

სამაგიეროდ ეს ყველაფერი კეთდება მათზე ზრუნვის სახელით. “აუცილებელი მინიმუმი”, “განათლების რაღაც სტანდარტი”, “განათლების ექსპერტების მოსაზრებით” – ხშირად გაიგონებთ ამ და მსგავს ფრაზებს იმ სისტემის არსებობის გასამართლებლად, რასაც ქართული სკოლა ჰქვია.

ამ ყველაფერს შეგვიძლია დავუმატოთ რამდენიმე, თითებზე ჩამოსათვლელი დიდებული მასწავლებელი, რომელიც ბავშებისთვის სწავლის პროცესის გაფერადებს ცდილობს, თუმცა ეს ზღვაში წვეთია და მათაც ხელი აქვთ შეკრული სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის ფარგლებში “ეროვნული სასწავლო გეგმით”, რომელიც საოცარი დოკუმენტი და ჩვენი შვილების ხსნა გვგონია.

ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით სასაცილო ჩანს ეს წინასასკოლო მილოცვები. დავფიქრებულვართ მაინც, რას ვულოცავთ ბავშვებს? მათ მშობლებს?

გულწრფელად ვიზიარებ კიდევ რამდენიმე ათასი ბავშვის მწუხარებას, რომლებიც გუშინ ფერადი, განსხვავებული სამყაროდან აიღეს და კონვეირზე დასვეს, რათა 12-წლიანი “მოგზაურობის” შემდეგ ერთნაირ ჩარჩომორგებული ადამიანები მივიღოთ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები