LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაქრაძე – ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რით გვემუქრება სალომე ზურაბიშვილი

69

დებატებისთვის მზად ვარ, არანაირი გამოწვევა არ მჭირდება, – ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატები სატელევიზიო დებატებში გამოიწვია.

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები უნდა გაიმართოს ყველა სატელევიზიო არხზე, რომელიც მზად იქნება კანდიდატებს უმასპინძლოს.

„რა თქმა უნდა საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები უნდა გაიმართოს ყველა შემთხვევაში, ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია რა ინიციატივით გამოდის და რით გვემუქრება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მეტსაც გეტყვით, დებატები უნდა გაიმართოს არა მითიურ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არამედ ყველა იმ არხზე, რომელიც მზად იქნება უმასპინძლოს დებატებს. დებატისთვის მზად ვართ, არანაირი გამოწვევა არ მჭირდება, დიდი ინტერესით ველოდები ამ დებატს და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ამომრჩეველი კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება, თუ რამდენად მართალია ყველა ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილისთვის არ აპირებს მხარდაჭერას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე, მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა მე დავაფიქსირო ჩემი სამართლე, პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში,- ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები