LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაქრაძე დონალდ ტრამპს შეხვდა

51

თეთრ სახლში აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო, ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება.

დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები