LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაქრაძე ეგზიტპოლის შედეგებს აფასებს

123

„ეგზიტპოლის ეს შედეგიც ნიშნავს, რომ პარტია შედგა, რომ პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე გადადგა ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომევროპული საქართველომკვეთრად წინ არის, ვიდრე ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა,“ -ასე აფასებს ”ედისონის” ეგზიტპოლის შედეგებს ”ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, ეს შედეგები ნიშნავს, რომ დრო მუშაობს ”ევროპულ საქართველოზე” და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

ეს არის ეგზიტპოლი და ეს არ არის არჩევნების ოფიციალური მონაცემები. ყველამ იცის, რომ ქართულ რეალობაში ეგზიტპოლი, ისევე როგორც ნებისმიერი გამოკითხვა, ატარებს რისკს. როდესაც ვსაუბრობთ დაშინებულ ამომრჩეველზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში აშინებდნენ სოციალურების მოხსნით და სამსახურებიდან გაშვებით, ეს მოქმედებს ნებისმიერი კვლევის შედეგზე. ამიტომ, საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიდება ოფიციალური შედეგები.
ეს არის პირველი არჩევნებიევროპული საქართველოსთვის“. ეგზიტპოლის 9%- ნიშნავს, მთლიანობაში, 10%-ზე მეტზე ასვლას და საბოლოოდ ორნიშნა ციფრში გადასვლას. ეგზიტპოლის ეს შედეგიც ნიშნავს, რომ პარტია შედგა, რომ პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე გადადგა ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომევროპული საქართველოწინ არის, ვიდრე ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს ნიშნავს, იმას, რომ პარტია ამ შედეგების მიხედვით გააგრძელებს ზრდას, – განაცხადა ბაქრაძემ.

პოპულალურები