LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ

79

დეპუტატები დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ. ნატო ჩხეიძემ და დავით ჭიჭინაძემ საკუთარი ფრაქციების დატოვებაზე განცხადება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ნატო ჩხეიძესთან ფრაქციაში ყოფნის გამოცდილება აქვს.

„უმრავლესობიდან არავის გადმობირებას არ ვაპირებ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. ისტორიულ წარსულს თუ გადახედავთ, მე და ნატო ჩხეიძე ერთ ფრაქციაში, 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტში ვიყავით,“ – აღნიშნავს ჭიჭინაძე.

ნატო ჩხეიძე აღნიშნავს, რომ მას ჭიჭინაძესთან ერთ ფრაქციაში ყოფნის გამოცდილება აქვს.

„ტრადიციონალისტთა კავშირში“ ერთად ვიყავით. მე „პატრიოტებიდან“ წამოვედი, დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ და შევხედავთ, საიდან გავლენ, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატები ცოტანი არ ვიქნებით და შეიძლება, რაღაცაზე ვიფიქროთ,“ – განაცხადა ჩხეიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები