LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჭიჭინაძე „პატრიოტთა ალიანსს“ ახალ წლამდე შეუერთდა

67

დავით ჭიჭინაძე, რომელიც ივლისში “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს, “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქციაში წევრიანდება. დეპუტატი განმარტავს, რომ პატრიოტებში გაწევრიანების მიზეზი ირმა ინაშვილისთვის ფრაქციის შენარჩუნებაა, თავად კი ფრაქციას დროებით უერთდება

„დღეს ქალბატონმა ირმამ მთხოვა, რომ ვიდრე ისინი შეძლებენ მუდმივი პარტნიორის მოძებნას, იმისთვის, რომ არ დაეკარგათ ოპოზიციური ტრიბუნა და ის ინიციატივა, რომელსაც მხარს ვუჭერ ბოკერიას რეჟიმის შეფასებაზე, ეს ყველაფერი რომ არ დაკარგულიყო, შევდივარ მათთან ფრაქციაში ახალ წლამდე. საარჩევნო პერიოდი დასრულდება და ამ პერიოდში, ვფიქრობ, ისინი შეძლებენ მუდმივი წევრის პოვნას. მათ აქვთ მოლაპარაკებები სხვადასხვა დეპუტატებთან. მე ვიქნები ფრაქციაში ყოველგვარი პოლიტიკური შეზღუდვების გარეშე. მე ვალდებულიც კი ვიყავი ხელი შემეწყო ოპოზიციური პარტიისთვის, რომ მათ არ დაეკარგათ ფრაქცია და ტრიბუნა. მე სწორედ მაგას ვსაყვედურობ „ქართულ ოცნებას“, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ ტკბილი ურთიერთობები გააბან და ამაში მე მგონია ისეთი არაფერია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ

შეგახსნებეთ, “პატრიოტები ” ფრაქციის დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგნენ, რაც ისინი პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ დატოვა “ომეგა ჯგუფის” გარშემო განვითარებული მოვლენების გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები