LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით დონდუა: რუსეთმა ძალის გამოუყენებლობაზე საუბარს თავი აარიდა

93

ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი დაუსრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ საუბარს “ყველანაირად აარიდა თავი. ეს გააკეთა იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც დამყარებულია ჟენევის მოლაპარაკებები”- თქვა დონდუამ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ერთიან განცხადებასთან დაკავშირებით საგნობრივი განხილვა წარმოუდგენელი გახდა.

„ძალის არგამოყენების თაობაზე, რუსეთმა ყველანაირად თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას და ეს გააკეთა იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც დამყარებულია ჟენევის მოლაპარაკებები ანუ ცეცხის შეწყვეტის შესახებ ის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის 12 აგვისტოს და რომელიც მოხერხდა ევროკავშირის მედიატორობით.

ყოველივე ამის შემდეგ რთული იყო საგნობრივი მსჯელობა ერთიან განცხდებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ამ რაუნდზე წინ ვერაფრით წავიწიეთ“, – განაცხადა დავით დონდუამ.

დონდუას თქმით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვაც იყო. “არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის და რუსეთის წარმომადგენლებს სათქმელი სამწუხაროდ, არაფერი ჰქონდათ”, – თქვა დავით დონდუამ.

ჟენევაში მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი 27 მარტს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები