LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით დვალი: ”არ დავუშვებ, რომ „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს”

89

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელის დავით დვალის განცხადებით, იგი ”რუსთავი2”-ში ცენზორად არ დაბრუნდება. ამის შესახებ დვალმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ განაცხადა.  მისივე განცხადებით, ის არ დაუშვებს, რომ „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს.
„არ დავუშვებ, რომ „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს. თუ რაიმე შანსი, თეორიული მაინც, იყოს იმისი, რომ რაღაც კონფიგურაცია ისე დაჯდეს, რომ ამის კონტროლი და დაცვის მექანიზმი მე არ მექნება, ვაცხადებ, რომ მე არ მაინტერესებს ასეთ „რუსთავი 2“-ში წილის დაბრუნება, ჩავთვლი, რომ „რუსთავი 2“ ისევ მითვისებულია ისევ თავიდან ვიღაცის მიერ და გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე. ჩემთვის აქ კომპრომისი არ არსებობს“, – განაცხადა დვალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები