LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია: “ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება”

60

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში განაცხადა, სადაც მან ბოლო ორი წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერიამ მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ქალაქის ისტორიაში არ ყოფილა და ეს არის გარემოსდაცვითი სტრატეგია. მისივე თქმით, მასობრივი გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, 560 ათასი ხე დაირგო, ხოლო შემოდგომაზე დედაქალაქის სხავადასხვა ტერიტორიაზე 79 ათასი ხე დაირგვება. ასევე, დასრულდა რამდენიმე სკვერის აღდგენითი სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაირგო ხეები.

გარდა ამისა, შემუშავდა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ დებულება. მერის განმარტებით, აღნიშნული სამსახური გარდაიქმნება, გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის სამსახურად და მასში რამდენიმე განყოფილება შევა.

მერის თქმით, სამსახურის რეორგანიზაცია სექტემბრიდან დაიწყება, ასევე სამომავლოდ გაიზრდება აღნიშნული სამსახურის ბიუჯეტი, რომელიც მიმართული იქნება გამწვანების ღონისძიებისკენ. მისივე თქმით, უნდა გამკაცრდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის ზომები იმ შემთხვევისთვის, თუ შესაბამისი ნებართვის გარეშე ვინმე ამა თუ იმ ტერიტორიაზე შევა და ხეების ჭრას დაიწყებს.

ყაზბეგის #24-ში ხეების მოჭრაზე საუბრისას, ნარმანიამ აღნიშნა, რომ იგი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რასაც დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები